როგორც საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, მოსწავლეთა ჩართულობა მეორე სემესტრის პირველი დღისთვის მაღალია, თუმცა როგორც მაია ცქიტიშვილი ამბობს, რიგი ხარვეზები მაინც შეიმჩნევა.
ქუთაისში სწავლა ონლაინ პლატფორმით ამ დროის ინფორმაციით , პირველ თებერვლამდე გაგრძელდება, ხოლო შემდეგი ეტაპი უკვე ეპიდვითარებასა და უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. როგორც რესაურსცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, თუ სწავლა საკლასო ოთახებში გაგრძელდა, მაშინ ვირუსის დაფიქსირების შემთხვევაში, წერილოვანი შეზღუდვები შეიძლება იყოს გამოყენებული.