"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართვლოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა არჩევანი მე-40 საარჩევნო უბანზე გააკეთა. როგორც მერობის კანდიდატმა აღნიშნა, ხმა მისცა ქვეყნის ღირსეულ მომავალს და სტაბილურობას.
"შემიძლია თამამად განვაცხადო, რომ ჩემს გუნდთან ერთად გზა ღირსეულად გავიარეთ არჩევნებამდე და ჩემი არჩევანიც ღირსეულია, ჩვენი გამარჯვებაც ღირსეული იქნება. ხმა მივეცი ქვეყნის, ჩვენი ქალაქის ღირსეულ მომავალს, სტაბილურობას, მშვიდობას, განათლების, კულტურის კიდევ უფრო განვითარებას. დარწმუნებული ვარ, დღეს ქუთაისი და მთელი საქართველო ღირსეულ არჩევანს გააკეთებს და მოგვცემს იმის საშუალებას, ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის, ქალაქის მომავალზე, განვითარებაზე. მადლობას ვუხდი ყველა ამომრჩევლს, ყველა მხარდამჭერს და ჩვენ მზად ვართ, ვიბრძოლოთ ჩვენი ქალაქის კეთილდღეობისთვის. აქვე, მინდა მოვუწოდო ჩემს ძვირფას თანაქალაქელებს, ნუ დაიზარებთ, გამოიჩინეთ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, მიდით არჩევნებზე, თითოეული ხმა მნიშვნელოვანია", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
12 საათის მონაცემებით, ქუთაისში ხმა 10 054-მა ამომრჩეველმა მისცა, რაც საერთო რაოდენობის 6,46 პროცენტია.როგორც 59-ე საოლქო საარცევნო კომისიაში აცხადებენ, საჩივარი ოლქში ჯერ არ დაწერილა.აქტივობა პირველ ტურთან შედარებით დაბალია. პირველ ტურში 12 საათის მონაცემებით ხმა 16 პროცენტს ქონდა მიცემული.რაც შეეხება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს, მაშინ აქტივობა საშუალოდ 10 პროცენტი იყო.
ქუთაისში 123 ძირითადი და 7 სპეცუბანია,ქალაქში სულ 154 928 ამომრჩეველია რეგისტრირებული.