- საზოგადოება
- გადასვლები: 2708
საქართველოს სამ რეგიონში ყოფილმა პატიმრებმა ბიზნეს საქმიანობის უფლება მოიპოვეს
პროექტში 460 ბენეფიციარი ჩაერთო.
პროექტში 460 ბენეფიციარი ჩაერთო.
ქუთაისში გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი გაიმართა. ფორუმის მიზანს საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგი წარმოადგენდა.
2 თებერვალს ქუთაისის ფილიალს, რეპროარტის წამყვანი ექიმი, ნაყოფიერების სპეციალისტი, მეან-გინეკოლოგი და რეპროდუქტოლოგი თეა ჩარკვიანი ეწვევა.
პროექტი " ნაბიჯ -ნაბიჯ უკეთესი მომავლისაკენ" , იმერეთის რეგიონში 2017 წლიდან ხორციელდება Hilfsverk Austria International-ის , იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობისა" და "მეწარმე ქალთა ფონდის " მიერ.
ხონის დევნილ ქალთა და გოგონათა ორი საინიციატივო-სამუშაო ჯგუფის წევრებს ჩაუტარდათ ვორკშოპებისა და ტრენინგების ციკლი თემებზე: „საჭიროებების შეფასება, მონაცემთა შეგროვება“;“სამოქალაქო ინიციატივის განაცხადების შემუშავება”; „ლიდერობა, თვითპრეზენტაცია, საჯარო გამოსვლები“; “ადგილობრივი თვითმართველობა და სამოქალაქო ჩართულობის ფორმები” და „ადვოკატირების წარმოების პრაქტიკული მექანიზმები და სტრატეგია ადგილობრივ დონეზე“.

მონაწილეებს მიეწოდათ თეორიული მასალა თუ - რა არის სოციალური კვლევა და როგორ უნდა დაიგეგმოს კვლევა სწორად რომ მივიღოთ საჭირო ინფორმაცია. ასევე რამდენად მნიშვნელოვანი არის მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია სოციალური პროექტების დაგეგმვისას. მონაწილეებმა აიმაღლეს უნარები „სამოქალაქო ინიციატივის“ კონკურსისთვის განაცხადების სწორად შევსების კუთხით.

ამავდროულად ჯგუფის წევრებს საშუალება ქონდათ გაეაზრებინათ თუ რა არის ლიდერობა, როგორ უნდა აღმოაჩინონ და განვითარონ ეს უნარები. ასევე თუ რატომ არის მნიშვნელოვანი გუნდური მუშაობა და გუნდის სწორად ფორმირება.

გავაცანით სამოქალაქო აქტივიზმის არსი და მიეწოდათ ინფორმაცია ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის გარანტიებისა და ფორმებზე. მიიღეს ინფორმაცია თუ რა არის ადვოკატირება და როგორ დავგეგმოთ ადვოკატირების პროცესი. ეს ყევლაფერი მათ აქტიურ მუშაობას შეუწყობს ხელს.
მეწარმე ქალთა ფონდმა ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით 2025 წლის აპრილის თვეში ხონის დევნილთა დასახლებაში დაიწყო პროექტის - - “ხონის დევნილთა დასახლების და კონფლიქტით დაზარალებული ქალების და გოგონების სამოქალაქო შესაძლებლობების გაძლიერება პოზიტიური ცვლილებებისთვის” განხორციელება. რომლის ფარგლებშიც შეიქმნა დევნილ ქალთა და გოგონათა სამუშაო-საინიციატივო ჯგუფები. რომლებიც აქტიურად იმუშავებენ დასახლებაში არსებული პრობლემების გამოვლენასა და გადაჭრაზე.

პროექტი ხელს შეუწყობს ერთობლივი ინიციატივების განხორციელებას, რაც დადებითად იქნება ასახული ხონის დევნილთა დასახლების მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე.
23 დეკემბერს 18:30 საათზე, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მთავარი ნაძვის ხე, ახალგაზრდობის სკვერში, საზეიმოდ აინთება. საზეიმო ღონისძიებების…
შაბათი დეკემბერი 20
In საზოგადოებაWizz Air - ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს ევროპის 12 ქვეყნის 24 მიმართულებით ასრულებს, ხოლო…
პარასკევი დეკემბერი 19
In ეკონომიკადაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ტექნიკური სამუშაოების გამო, ვიზიტორებისთვის პრომეთეს, სათაფლიისა და ნავენახევის მღვიმეები დროებით დაიკეტება. 22-23…
პარასკევი დეკემბერი 19
In საზოგადოებაწმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედი მცირე აზიაში, ლუკიის მხარის ქალაქ პათარაში, 257 წელს მდიდარ და ღვთისმოშიშ ოჯახში…
პარასკევი დეკემბერი 19
In რელიგიასაერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 188-ე კმ-ზე გამავალ მონაკვეთზე, მაგისტრალის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,…
ხუთშაბათი დეკემბერი 18
In საზოგადოება