„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” 21 სექტემბერს წყალტუბოს გაზგამანაწილებელ სადგურში სარეკონსტრუქციო სამუშაოებს გეგმავს. ამასთან დაკავშირებით კომპანია განცხადებას ავრცელებს.
„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ ცნობით, 21 სექტემბრის 02:00-07:00 საათებში შესაძლოა აღნიშნული გგს-ის მომხმარებლებისთვის გაზის მიწოდების პროცესი შეფერხდეს. აღნიშნულ პერიოდში, ბუნებრივი გაზის მიწოდება, შესაძლოა, შეეზღუდოს ქალაქ წყალტუბოსა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს.
„შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.
კომპანიის განმარტებით, ბუნებრივი გაზის მიწოდების გათიშვის შემთხვევაში, გაზმომარაგება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.
ქუთაისი " ევროპის მობილობის კვირეულს“ უერთდება და ეკო-მეგობრული ტრანსპორტის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს.
კვირეულის გამართვის მიზანია არამოტორიზებული ტრანსპორტის წახალისება, მდგრადი ურბანული მობილობის შესახებ ცნობიერების ამაღლება.
20 სექტემბერს, „ ევროპის მობილობის კვირეულის“ ფარგლებში , ქუთაისში რამდენიმე ღონისძიება გაიმართება.
18:00 – 20:00 სთ. - მოეწყობა ველო-მსვლელობა სპორტსმენებისა და ორგანიზატორების ჩართულობით. ( 16:00 საათიდან სამანქანე მოძრაობისთვის გადაიკეტება გზა რუსთაველის გამზირზე, ცისფერყანწელთა ქუჩიდან ფალიაშვილის ქუჩამდე).
ქუჩა გახსნილი იქნება ეკო-მეგობრული ტრანსპორტისა და ფეხით სეირნობისთვის. სამხატვრო სკოლის მოსწავლეები გამართავენ გამოფენას.
ღონისძიებებში ჩართვა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, ასაკის მიუხედავად, მათ შორის საკუთარი ეკო-მეგობრული ტრანსპორტით.
" ევროპის მობილობის კვირეული“ უკვე 20 წელია 16-22 სექტემბერს აღინიშნება. კვირეულის შესახებ ინიციატივა ევროკომისიას ეკუთვნის და პირველად ის 2002 წელს ჩატარდა. წლევანდელი კვირეულის მთავარი გზავნილია "უკეთესი კავშირები". კვირეულის ფარგლებში მსოფლიოს 56 ქვეყანაში 1500-მდე აქტივობაა დაგეგმილი.
კვირეული იმართება ქუთაისის მერიისა და ორგანიზაცია „ოლ სთრით" (All Street)-ის ორგანიზებით, საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის მხარდაჭერით.
ფოტო ,,აქტორის,, არქივიდან
რუსმა სამხედროებმა უკრაინაში შეჭრის დაწყების დღიდან 390 ბავშვი მოკლეს, - ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
„18 სექტემბრის დილისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის შედეგად უკრაინაში 1147-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა და დაშავდა. კერძოდ, პროკურატურის ოფიციალური ინფორმაციით, დაიღუპა 390 ბავშვი და დაშავდა 757-ზე მეტი“, - აცხადებენ უწყებაში.
მათივე ცნობით, ეს მაჩვენებლები არ არის საბოლოო, რადგან გრძელდება მუშაობა დროებით ოკუპირებულ და გათავისუფლებულ ტერიტორიებზე აქტიური საომარი მოქმედებების ადგილებზე.
ამასთან, ყველაზე მეტი, 395 ბავშვი დონეცკის ოლქში დაიღუპა და დაშავდა, 219 - ხარკოვში, 116 - კიევში, 72 - მიკოლაივში, 68 - ჩერნიგოვში, 61 -ლუგანსკში, 55 - ხერსონში, 46 - ზაპოროჟიეში, 26 - დნეპროპეტროვსკში,,-უკრაინის პროკურატურა.
ფოტო აღებულია უკრაინის პრეზიდენტის ფეისბუქ გვერდიდან.
იმერეთში 3 უკანონო სახერხი საამქრო გამოვლინდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის…
ოთხშაბათი ივნისი 17
In საზოგადოებაბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა ნოდარ გიორგიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე გურამ კიკნაველიძესთან და მოადგილეებთან ერთად, მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების…
სამშაბათი ივნისი 16
In საზოგადოებაიმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ჭიათურაში ფიზიკური პირი მ. შ.-ს (მისამართი: ჭიათურა, აბაშიძის ქ.10)…
სამშაბათი ივნისი 16
In საზოგადოება16-17 ივნისს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალიდნელი, ხოლო 18 ივნისს გაწვიმდება,ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ქ.…
სამშაბათი ივნისი 16
In საზოგადოებაბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა ნოდარ გიორგიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე გურამ კიკნაველიძესთან, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულ ლევან ზალკალიანთან და…
ორშაბათი ივნისი 15
In საზოგადოება