ქუთაისის ანდროა რაზმაძის სახელობის 41-ე საჯარო სკოლაში დღეს სასწავლო პროცესი განახლდა. სკოლის დირექტორის მოადგილის, მერაბ გრიგორაშვილის ინფორმაციით, 2 მოსწავლის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია, ხოლო რაც შეეხება კიდევ ერთ მოსწავლეს , რომელიც მესამე კლასშია, მას ვირუსი დაუდასტურდა, თუმცა გრიგორაშვილის თქმით, მოსწავლე სკოლაში არ დადიოდა, შესაბამისად არანაირი რისკი არ არსებობს.
სასწავლო პროცესი შეწყდა სამ სკოლაში-31-ე, მე-3-ე, და მერაბ ჭოხონელიძის საავტორო სკოლებში. სასწავლო დაწესებულებები ონლაინ რეჟიმზე არიან გადასულები.