ქუთაისში, ხარაზოვის ბაღში არსებული შადრევანი ისევ არ მუშაობს და დაზიანებულია.ჩავარდნილია ფილები,ხოლო ტერიტორია რამდენიმე ჯებირითაა გამოყოფილი.
ფოტოებს ჯგუფში ,,ქუთაისში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემები,, ჟურნალისტი თათა კაჭკაჭიშვილი ავრცელებს .
,, ასე საფრთხისშემცველი, ჩანგრეული და ნახევრადშეღობილი, როდემდე უნდა იყოს, ხარაზოვის სკვერის შადრევანი?! ზაფხულია ახლა და ბევრი სტუმარი ყავს ბაღს.,,-წერს თათა კაჭკაჭიშვილი.
ხარაზოვის ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2020 წელს დაიწყო და ღირებულება ჯამში 354 589 ლარს შეადგენდა.ტენდერის მიხედვით, გამარჯვებულ კომპანია ,,ჯორჯიან პლასტიკს,, ახალი, დინამიკური,პროგრამირებადი შადრევნის მოწყობა დაევალა.(ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია)

საქართველოს პროკურატურამ, ორგანიზებული ჯგუფის მიერ მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრები, საცხოვრებლად უვარგის მიწის ნაკვეთებს, სადაც თითქოსდა შენობა-ნაგებობები იყო განთავსებული, გაყალბებული საკადასტრო ნახაზების საფუძველზე, საჯარო რეესტრში არეგისტრირებდნენ. აღნიშნული ქმედებით, ბრალდებულები ხელოვნურად ზრდიდნენ მიწის ნაკვეთების ღირებულებას და დაინტერესებულ პირებს ქონების ნამდვილ ფასთან დაკავშირებით მცდარ წარმოდგენას უქმნიდნენ.
აღნიშნულის შემდეგ, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დაზარალებულებს სხვა მიწის ნაკვეთებს აჩვენებდნენ, რომლებზეც რეალურად საცხოვრებელი სახლები იყო განთავსებული, მათთან ხელშეკრულებებს აფორმებდნენ და დაზარალებულების კუთვნილ თანხებს მოტყუებით ეუფლებოდნენ. ხსენებული სქემით, ბრალდებულები ხუთი მოქალაქის კუთვნილ დიდი ოდენობით - 221 725 ლარს დაეუფლნენ.
დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, 6 ეპიზოდი) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ სამ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, ხოლო ერთს საპატიმრო გირაო შეუფარდა.