ქუთაისში ამ დრომდე წვიმა და ძლიერი ქარია.სტიქიამ ქალაქში პრობლემები შექმნა.
ქუთაისში ამ დრომდე წვიმა და ძლიერი ქარია.სტიქიამ ქალაქში პრობლემები შექმნა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის კმ21-კმ39 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
აღნიშნულ მონაკვეთზე დღეს დილით,გამთენიას კლდოვანი მასა ჩამოიშალა,რის გამოც დროებით ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იყო.
ძლიერმა ქარმა და რამდენიმე დღიანმა გადაუღებელმა წვიმამ, ბაღდათის მუნიციპალიტეტიში პრობლემები შექმნა.
ძლიერი ქარის შედეგად მოგლეჯილია ხეები, დაზიანებულია ელექტრო ენერგიის გადამცემი ხაზები, ამ დროისათვის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ელექტრო ენერგია არ მიეწოდება.
სახურავის გარეშეა დარჩენილი 94-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი და რამდენიმე ადმინისტრაციული შენობა.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერია საგანგებო რეჟიმში მუშაობს. ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი კახა ენუქიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ გიორგიძესთან და შესაბამის სამსახურებთან ერთად პირადად ეცნობა სტიქიისგან მიყენებულ ზარალს.

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში დილიდან ჩართულია ა.ა.ი.პ. ბაღდათის დასუფთავებისა და მუნიციპალური სერვისების გაერთიანების თანამშრომლებიც.

ინტენსიური წვიმის შედეგად ქუთაისში, გელათის ქუჩაზე მიწის მასა ჩამოიშალა.
გაწმენდთი სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
ინფორმაციას ააიპ ,,სპეციალური სერვისები,, ავრცელებს.
ქუთაისში წუხელ საღამოდან ძლიერი წვიმა და ქარია.უამინდობა დღეს მთელი დღე გაგრძელდება.სინოპტიკოსები ამინდის გაუმჯობესებას ხვალიდან პროგნოზირებენ.

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის კმ21-კმ39 მონაკვეთზე კლდოვანი მასის ჩამოსვლის გამო, დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
რთული მეტეოროლოგიური პირობების (დიდთოვლობა, ქარბუქი და ზვავსაშიშროება) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზის კმ30-კმ35 მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ამავე საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ60 (თეთრიწყლები-ვერონა) მონაკვეთზე, მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტისათვის.
ინფორმაციას და ფოტოს სოციალურ ქსელში იურისტი ლევან ჭელიძე ავრცელებს.როგორც ჭელიძე წერს,მამაკაცი ფსიქიატრიულში გადაიყვანეს.
,ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების მიერ, არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებულ სავარაუდო ადევნებაში მხილებული პირი დაკავებულია.
დაკავებული პირი შესაბამის ფსიქიატრიულ სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
მადლობა შსს-ს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების უფროსს, ბ/ნ დავით ბაქრაძეს და ყველა იმ ადამიანს, რომელმაც მონაწილეობა მიიღო საპროცესო მოქმედებებში ,,-წერს იურისტი ლევან ჭელიძე.
ინფორმაცია, რომ მამაკაცი მოზარდებს ავიწროებდა, ერთ-ერთი გოგონას დედამ სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა. 12 წლის არასრულწლოვანის მშობელი წერდა, მის შვილს მამაკაცმა ტრანსპორტში სურათები გადაუღო და ავტობუსიდანაც ჩაჰყვა.
ქუთაისის,,ტორპედოს,, ხელმძღვანელობა პირველ აგვისტოს გულშემატკივარს შეხვდება და კლუბში არსებულ ვითარებაზე ისაუბრებს. ,, გულშემატკივრებთან ღია და…
ოთხშაბათი ივლისი 29
In სპორტისაჩხერის მუნიციპალიტეტში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ25-კმ41 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. რეაბილიტაცია უტარდება 17…
ოთხშაბათი ივლისი 29
In საზოგადოებაქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი 3.6-კილომეტრიანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე…
სამშაბათი ივლისი 28
In ეკონომიკაშინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან ერთად, გასული 24 საათის…
სამშაბათი ივლისი 28
In საზოგადოებაშიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 18 კმ-მდე (კმ66-კმ84) მონაკვეთის პერიოდული შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის…
სამშაბათი ივლისი 28
In საზოგადოება