ქუთაისში სამოქალაქო აქტივისტს,მიშიკო მუმლაძეს ეძებენ.გავრცელებული ინფორმაციით,ის პოლიციამ წაიყვანა და მისი ადგილსამყოფელი უცნობია.
,,ქართულ ოცნებას აქვს საყოველთაო-სახალხო შეხვედრა ხალხთან მესხიშვილის თეატრში და არ მიშვებენ შიგნით. არადა არასრულწლოვნებს და ოჯახის ღირებულებებს ეხება. ოჯახიც მყავს და 300 მოსწავლე კიდე.
მამუკა მდინარაძე უთხარი შემომიშვან,,-ეს პოსტი მიშიკო მუმლაძემ დღეს,რამდენიმე საათის წინ დაწერ.
,,ამ პოსტის დაწერის მერე გაიტაცა პოლიციამ და 3 საათია ვერ ვპოულობთ ,,-წერს სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი.
,,მიშკა დაკავებულია.სასამართლოსთან ვართ. აქ მოყავთ.,,-წერს მიშიკო მუმლაძის მეუღლე
დღეს ქუთაისის მესხიშვილის თეატრში დღეს "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონპროექტი განიხილეს.შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე, უმრავლესობის ლიდერები მმართველი გუნდის მხარდამჭერები ესწრებოდნენ.