ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი საარჩევნო პროცესს ქუთაისში აკვირდება.მისი შეფასებით,პროცესი ამ დრომდე მშვიდ გარემოში მიმდინარეობს .
,,პირველად ხდება,როცა ფართო მასშტაბიანად ხდება ტექნოლოგიების გამოყენება და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ძალისხმევა, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციამ ჩადო,წარმატებით განხორციელდება. აპარატები არის ის უნიკალური შესაძლებლობა, რომელსაც ცდომილება არ გააჩნია.ყველა იმ საარჩევნო უბანზე,სადაც მოხდება აპარატის გამოყენება,მოხდება ხელით გადათვლაც,რაც იმას ნიშნავს, რომ აქ დამატებით შემოტანილია გამჭირვალობისა და საჯაროობის კომპონენტი.,,-განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.
მისი თქმით,პროცესს 21 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელი აკვირდება,მათ შორის მედია და საელჩოები.არჩევნებს მონიტორინგს ასევე უწევს 12 საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაციის 30 დელეგატი,ისინი პროცესს ქუთაისსა და თერჯოლაში აკვირდებიან.
,, ქართული ოცნებისთვის,, ხმის მიცემა ნიშნავს მხარი დაუჭირო ცრუ დაპირებებს და უპერსპექტივობას,,-ასე ეხმაურება საკრებულოს დეპუტატის რიგგარეშე არჩევნებს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის,, წარმომადგენელი.
,, დღეს , როცა შუალედური არჩევნები მიმდინარეობს ქუთაისში,სიმბოლურად მოსახლეობას მინდა შევახსენო , რომ ,,ქართულმა ოცნებამ,, პარლამენტის გადატანით,განვითარებისპერსპექტივა დაუკარგა არა მხოლოდ ავტოქარხნის მაჟორიტარულ ოლქს,არამედ მთელს ქუთაისს და რეგიონს,ასევე მინდა შევახსენო ,,ქართული ოცნების,, ის დანაპირებები, რომლის მიხედვითაც პარლამენტის შენობას ფუნქცია უნდა მინიჭებოდა.2016 წელს აქ დაანონსდა მინი ქალაქის მშენებლობა,2018 წელს პარლამენტის მაგივრად შსს-ს რეგიონალური ცენტრი,2022 წელს საერთაშორისო ტექნოლოგიური ცენტრი.დღეს ,,ქართული ოცნებისთვის,, ხმის მიცემა ნიშნავს მხარი დაუჭირო ამ ცრუ დაპირებებს და უპერსპექტივობას,,-თემურ ცამციშვილი.
დღეს ქუთაისში, ავტოქარხნის ოლქში საკრებულოს დეპუტატის არჩევნები ტარდება.არჩევნებში მხოლოდ ერთი კანდიდატი მონაწილეობს-,,ქართული ოცნების,, წარმომადგენელი მიხეილ გიორგაძე. ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" , ასევე სხვა ოპოზიციურ პარტიებს , კანდიდატი არ ყავს.