ქუთაისელი ლილე სვანაძე ევროპის ჩემპიონი გახდა.
10 წლამდე გოგონათა შორის ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი, ქუთაისის მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლის მოჭადრაკე ლილე სვანაძე გახდა.
ჩემპიონატი საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე გაიმართა.მისი მწვრთნელი ხათუნა გუბელაძეა.
