მსოფლიო ჩემპიონს, ხონელ ძალოსანს, მარიამ მურღვლიანს ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში უმასპინძლეს.
მარიამ მურღვლიანმა 2026 წლის ოქტომბერში, 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, 86 კგ წონით კატეგორიაში სამი მედალი მოიპოვა და კონტინენტის ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა. წარმატებული გამოსვლის ფარგლებში ქართველმა ძალოსანმა ევროპის რეკორდიც გააუმჯობესა.
მსოფლიო ჩემპიონს ხონის მერმა წარმატება მიულოცა და მადლობა გადაუხადა.
