ქუთაისში სპორტული მოედნების მოწყობისა და რეაბილიტაციის პროექტი დაიწყო - წლის ბოლომდე ქალაქში 16 მინი მოედანი გაკეთდება.
მოეწყობა ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნები, შესაბამისი ხელოვნური საფარით, ინვენტარითა და განათებით. სპორტული ინფრასტრუქტურა ეწყობა ქალაქის ისეთ უბნებში, სადაც ამ დრომდე არასდროს ყოფილა.
სპორტული მოედნების მოწყობისა და რეაბილიტაციისთვის ქუთაისში 1 656 000 ლარია გამოყოფილი.
ინფორმაციას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
