გერმანული მედიის ინფორმაციით, მიუხენგლადბახის ბორუსიის მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე ერთ-ერთ პრიორიტეტულ კანდიდატად ქუთაისის ტორპედოს მთავარი მწვრთნელი დირკ შუსტერი მოიაზრებოდა. კანდიდატმა გლადბახისგან ოფიციალური შეთავაზება მიიღო და ის დაუყოვნებლივ უარყო.
შუსტერი თვლის, რომ მას ცვლილებები ამ ეტაპზე არ სჭირდება და გლადბახში მუშაობაზე უარი მის ქუთაისის ტორპედოსთან ხანგრძლივი თანამშრომლობის სურვილით დაასაბუთა. შუსტერს ტორპედოსთან კონტრაქტი 2027 წლის ბოლომდე აკავშირებს.
გლადბახმა ბუნდესლიგის ახალი სეზონი ძალიან ცუდად დაიწყო და 6 ტურის შემდეგ, თამაში არ მოუგია. რაც შეეხება ტორპედოს, ასევე მძიმე სტარტის შემდეგ, მდგიმარეობა არსებითად გამოასწორა და შუსტერის გუნდს 27 ტურის შემდეგ43ქულააქვს.
სეზონის კატასტროფული სტარტის შემდეგ, ხერარდო სეოანე გლადბახის მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამჟამად, გუნდს დროებითევგენ პოლანსკი ხელმძღვანელობს.
წყარო-Lagazzetta georgia