ქუთაისში სულიკო თორთლაძის სახელობის მე - 11 კომპლექსური სპორტული სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა.
პროექტის მიხედვით სრულად განახლდა კალათბურთის, მაგიდის ტენისისა და ჩოგბურთის დარბაზები, ასევე, მოწესრიგდა შენობის ფასადი, სახურავი, კეთილმოეწყო ეზო. სკოლა 450 - მდე სპორტსმენზეა გათვლილი.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მიერ 2 694 751 ლარით დაფინანსდა.

განახლებული სპორტული სკოლა ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დაათვალიერა .
