დღეს, 31 ივლისს, 21:00 საათზე, ქუთაისის „ტორპედო“ ნიქოზიას "ომონიასთან" უეფას “კონფერენსლიგის” მეორე შესარჩევი ეტაპის საპასუხო შეხვედრას "შენგელია არენაზე" გამართავს.
დაგეგმილ მატჩთან დაკავშირებით, ქუთაისის მერიის გადაწყვეტილებით, მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს 00:00 საათამდე მოემსახურება.
პირველ შეხვედრაში ,,ტორპედო,, მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.
გუშინდელი მონაცემებით ,მატჩზე დასასწრები ბილეთების 70% გაყიდულია.