ქუთაისის,,ტორპედო,, კონფერენს ლიგის შემდეგ ეტაპზეა.დღეს ყაზახეთში განმეორებითი მატჩი გაიმართა.ქუთაისური გუნდისა და მასპინძელი ,,ორდაბასის,, შეხვედრა ფრედ,1:1 დამთავრდა,თუმცა ორი მატჩის ჯამში გამარჯვება ,,ტორპედომ,,იზეიმა საბოლოო ანგარიშით 5:4.
განმეორებითი თამაშის პირველი ტაიმი სტუმრებმა ირაკლი ბიძინაშვილის გოლით მოიგეს,თუმცა მეორე ნახევრის მიწურულს შეცვლაზე შემოსულმა ,,ორდაბასის,, ფეხბურთელმა გათანაბრება შეძლო.აღდანიშნავია,რომ ,,ტორპედო,, 10 კაცით თამაშობდა.შეხვედრის მეორე ტაიმში კვირკველიამ მეტოქე ფეხბურთელის წაქცევის გამო მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა.
კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდში, ქუთაისელების მეტოქე კვიპროსის ,,ომონია,, იქნება.