ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა.ის წარმოშობით ქართველ,ესპანეთის სახელით მოასპარეზე,ორგზის მსოფლიოს ჩემპიონ ნიკოლოზ შერაზადიშვილთან დამარცხდა.სულამანიძე შერაზადიშვილს მერვედფინალში შეხვდა.
მსოფლიო ჩემპიონატს ძიუდოში უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი მასპინძლობს.
ამ დროისთვის საქართველოს ერთი ოქროს ,ერთი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი აქვს.ოქრო ისტორიაში პირველად ქალმა ჯუდოკამ,ეთერ ლიპარტელიანმა მოიპოვა, ვერცხლი ტატო გრიგალაშვილმა და ბრინჯაო ლუკა მაისურაძემ .