დღეს მსოფლიო ჩემპიონატის მე-6 საშეჯიბრო დღეს ჩემპიონატში ილია სულამანიძე (-100 კგ) ჩაერთვება.ტყიბულელი ფალავანი პირველ წრეს გამოტოვებს და მისი გამოსვლა ტატამზე, 16 შეხვედრის შემდეგ შედგება. სავარაუდო მეტოქეებს შორის კი ქართველი,ესპანეთის სახელით მოასპარეზე,ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი ნიკოლოზ შერაზადიშვილია . პირველ შეხვედრაში სულამანიძე მასპინძელ სომბორ ვეგს დაუპირისპირდება.
ილია სულამანიძე 2025 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა.მის ანგარიშზეა ოლიმპიური ვერცხლი და ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი.
მსოფლიო ჩემპიონატს ძიუდოში უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი მასპინძლობს.
ამ დროისთვის საქართველოს ერთი ოქროს ,ერთი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი აქვს.ოქრო ისტორიაში პირველად ქალმა ჯუდოკამ,ეთერ ლიპარტელიანმა მოიპოვა, ვერცხლი ტატო გრიგალაშვილმა და ბრინჯაო ლუკა მაისურაძემ .