ივნისის თვის მეორე ამხანაგური შეხვედრა საქართველო-კაბო - ვერდეს წინააღმდეგ დასრულდა .
ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე საქართველომ პირველი ტაიმი ბოლო წუთზე საბა ლობჟანიძის თავურით მოიგო.
მეორე ნახევარში კი ბურთი ხელზე ლაშა დვალს მოხვდა, ჩვენს კართან პენალი დაინიშნა,რომელიც სტუმრებმა ზუსტად შეასრულეს.
საბოლოოდ კი ამხანაგური შეხვედრა ფრედ დასრულდა, ანგარიშით 1:1.
პირველი ამხანაგური მატჩი 5 ივნისს, დინამო არენაზე შედგა-საქართველო-ფარერის კუნძულების წინააღმდეგ .შეხვედრა მინიმალური ანგარიშით ,საქართველოს გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.
კაბო-ვერდეს საფეხბურთო ნაკრები ფიფას რეიტინგში 72-ე ადგილზეა,ხოლო საქართველოს ნაკრები 68-ე ადგილზე იმყოფება. რაც შეეხება ფარების კუნძულებს,მათ 133-ე ადგილი უკავიათ .