ქართველი მოჭადრაკეები ევროპის ჩემპიონატზე ლიდერობენ.
როდოსზე მიმდინარე ევროპის ქალთა ჩემპიონატზე ქუთაისელი ანასტასია კირთაძე ერთპიროვნული ლიდერია 6 -იდან 5.5 ქულით.
მას ნახევარი ქულით ჩამორჩება და 5 ქულით II-V ადგილს ინაწილებს ბელა ხოტენაშვილი.
მომდევნო ტურში კირთაძე თეთრი ფიგურებით სოფი მილეს (საფრანგეთი) დაუპირისპირდება, ხოლო ხოტენაშვილი ასევე თეთრებით ელინა დანიელიანს (სომხეთი).
დღეს ჩემპიონატზე დასვენების დღეა, მეშვიდე ტური კი ხვალ, 7 აპრილს გაიმართება.