საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, ქართველ მსაჯთა ბრიგადა 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე იმუშავებს .
ქუთაისელი გოგა კიკაჩეიშვილი ფიფას პირველი კატეგორიის არბიტრია.მასთან ერთად ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე კიდევ ორი ქართველი მსაჯი იმუშავებს-დავით ახვლედიანი და დავით გაბისონია.
ევროპის ჩემპიონატი 11-დან 28 ივნისის ჩათვლით სლოვაკეთში გაიმართება