ტყვიის მსროლელთა ვაჟთა ნაკრებმა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი მოიგო. გიორგი მუმლაძის, შოთა სუმბაძისა და იოანე ხვარეშიას სამეულმა ფინალში 16:6 დაამარცხა უკრაინა და დამსახურებულად გახდა ჩემპიონი.
მეტოქე საკმაოდ ძლიერი იყო - შემადგენლობაში ევროპის ვიცე-ჩემპიონი მაქსიმ შიმონი ჰყავდათ, თუმცა ქართველებმა წარმატებით და სტაბილურად,უშეცდომოდ იასპარეზეს.
ბრინჯაოს მედალი პოლონეთმა მოიპოვა.პოლონელმა სპორტსმენებმა დასკვნით შეხვედრაში ასევე 16:6 დაამარცხეს ბულგარეთი.
ხორვატიაში, ტყვიის მსროლელთა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი 10-მეტრიან დისტანციაზე პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში დღეს გაიმართა.
საქართველოს გუნდის შემადგენლობაში 2 ქუთაისელი-იოანე ხვარეშია და გიორგი მუმლაძე ირიცხებიან.მესამე წევრი , შოთა სუმბაძე თელავიდან არის.