ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონს ახალი დირექტორი ჰყავს - ,,შენგელია არენას" ნიკოლოზ ჩეჩელაშვილი უხელმძღვანელებს.
ნიკოლოზ ჩეჩელაშვილი 2017-2021 წლებში იყო ქუთაისის საკრებულოში ძელქვიანის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატი, ფრაქცია ,,ძლიერი ქუთაისის თავმჯდომარე", 2021 წლიდან დღემდე- ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველი.
სტადიონის ყოფილი დირექტორი თეიმურაზ კიკვაძე პირველი მოადგილის რანგში გააგრძელებს მუშაობას.