ქუთაისელი ლილე სვანაძე საქართველოს ჩემპიონი ერთი ტურით ადრე გახდა.მან
რვიდან რვა გამარჯვებით, საქართველოს ჩემპიონის ტიტული მესამედ მოიპოვა.
ლილე სვანაძე ევროპის 2024 წლის ვიცე-ჩემპიონია.
ის ქუთაისის საჭადრაკო სკოლის წარმომადგენელია და მისი მწვრთნელი ხათუნა გუბელაძეა.