ქუთაისელი მსროლელი გიორგი მუმლაძე, შერეულ წყვილში, სლოვენიის ,,დიდი პრიზის” გამარჯვებული გახდა.
„ისსფ-ს „დიდი პრიზი“ 10-მეტრიან დისტანციაზე პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში სლოვენიის ქალაქ რუსეში მიმდინარეობს.
საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს სლოვენიის ,,დიდ პრიზზე” ჩემპიონობა გიორგი მუმლაძისა და თელაველი სალომე ფროდიაშვილის წყვილმა მოუტანა. მათ ფინალში მოლდოვურიდუეტი - ანა დულჩე და კლიმენტი ურსუ 17:13 დაამარცხეს.
გიორგი მუმლაძემ წინა დღით, ინდივიდუალურ შეჯიბრშიც იასპარეზა და ახალგაზრდებში პნევმატური პისტოლეტიდან X მეტრიან დისტანციაზე სროლაში 236.5-ქულით მეორე ადგილი დაიკავა. ქუთაისელი მსროლელი, მხოლოდ 20-წლამდელებში მსოფლიოს ჩემპიონ, რუმინელ ლუკა ჯოლდეას ჩამორჩა.