ქუთაისის ოლიმპიური აუზი წყალბურთში საერთაშორისო ტურნირს ,,ქუთაისის თასი“ მასპინძლობს. ტურნირის ორგანიზატორია ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია და საქართველოს საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაცია.
შეჯიბრი 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება და მასში საქართველოს, კვიპროსის, სომხეთისა და თურქეთის წყალბურთელთა გუნდები მონაწილეობენ.
ტურნირის პირველი მატჩი ქუთაისის და ერევნის გუნდებს შორის გაიმართა.მატჩი ქუთაისელთა გამარჯვებით-17:11 დასრულდა.
,,ქუთაისის თასის“ მფლობელი 20 ოქტომბერს გამოვლინდება.