მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატზე ქუთაისელმა სპორტსმენებმა, ახალგაზრდებს შორის 3 ოქროს მედალი მოიპოვეს.
გიორგი კვასტიანი 60კგ. (მარცხენა მკლავი)
ნოდარ ბოჯგუა 70 კგ. (მარცხენა მკლავი
ავთანდილ თუთბერიძე 90კგ.(მარცხენა მკლავი).
სპორტსმენების მწვრთნელია ირაკლი გამთენაძე.
მსოფლიო ჩემპიონატი, მოლდოვის დედაქალაქში, ქალაქ კიშინიოვში მიმდინარეობს.
შეჯიბრში,რომელიც 25 აგვისტომდე გაგრძელდება, პარა სპორტსმენები და დიდები იასპარეზებენ.