ძალოსანი ლაშა ტალახაძე ზედიზედ მესამე ოლიმპიური ოქროს მფლობელია.
სპორტსმენმა პირველი ოქრო რიოს ოლიმპიადაზე 2016 წელს მოიპოვა,შემდეგ იყო ტოკიო 2020 და ამჯერად პარიზი 2024 .
მედლების საერთო ჩათვლაში საქართველო 24-ე ადგილამდე დაწინაურდა.
საქართველოს ანგარიშზე 3 ოქროს, ორი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალია.
დღეს ოლიმპიური ოქროსთვის თავისუფალი სტილით მოჭიდავე გივი მაჭარაშვილი იბრძოლებს.