თავისუფალ ჭიდაობაში გენო პეტრიაშვილი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.საქართველოს მეორე ოქროს მედალი პეტრიაშვილმა ირანელ ამირ ჰოსიენ ზარეს დამარცხებით მოუტანა.
მან მეტოქეს დაძაბულ ბრძოლაში-10:9 სძლია.
გენო პეტრიაშვილს სამივე სინჯის ოლიმპიური მედალი აქვს - 2016 წელს ბრინჯაო,2020 წელს ვერცხლი და 2024 წელს უკვე ოქროც.
ოლიმპიადაზე საქართველოს ყულაბაში 2 ოქროს, 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალია.