ხვალ ქუთაისში უეფას კონფერენსლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე მატჩი გაიმართება.,, ტორპედო,, ,,ომონიას,, დაუპირისპირდება.პირველი შეხვედრა ქუთაისური კლუბმა წააგო ანგარიშით 3:1.
დღეს წინასამატჩო პრესკონფერენცია გაიმართა.
“მოედნის მიღმა ბევრი საუბარი არ მიყვარს, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ხვალინდელ მატჩში სასურველი შედეგის მისაღწევად მაქსიმალურად დავიხარჯებით.
ვართ თავდაჯერებულები, დანებებას არ ვაპირებთ… ფეხბურთი განსაკუთრებულია, მეორე შანსი გვეძლევა და პირველ მატჩში დაშვებული შეცდომების აქ გამოსწორებას ვეცდებით.
რთული მეტოქე გვყავს, მაგრამ მარტივი მატჩი არც “ომონიას” ექნება. აქ, ქუთაისში, ჩვენი გულშემატკივრის წინ, რომელიც ვიმედოვნებ, რომ სტადიონს გაავსებს, ყველაფერი შესაძლოა მოხდეს.
ჩვენ მზად ვართ. მოვუწოდებ გულშემატკივარს, მოვიდნენ სტადიონზე.”-მამადუ სახო, ,,ტორპედოს,, ფეხბურთელი.