პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ხმლით ფარიკაობაში საქართველოს სახელით ქუთაისელი სანდრო ბაზაძე წარსდგება.სპორტსმენი 27 ივლისს იასპარეზებს
"იმედი მაქვს, რომ სეზონს პირველ ნომრად დავასრულებ, ეს იმას ნიშნავს, რომ პარიზის ოლიმპიურ თამაშებს მე მოვიგებ.
ტოკიოს ოლიმპიადის შემდეგ, გავიზარდე. მენტალურად უკეთესად ვარ და უფრო ძლიერი გავხდი. ახლა მჭირდება მედალი მოვიგო, რადგან საკუთარ თავს ვაჩვენო, რომ მე ეს დავიმსახურე.
ოლიმპიური თამაშების დაწყებას მოუთმენლად ველი, რადგან წლებია ბევრს ვშრომობ. მინდა მსოფლიოს ვაჩვენო, ვინ ვარ სინამდვილეში. ვიმედოვნებ, ყველაფერი კარგად ჩაივლის ჩემთვის, ჩემი ოჯახისა და ჩემი ქვეყნისათვის."-სანდრო ბაზაძე.
2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახით სულ 28 სპორტსმენი იასპარეზებს. ოლიმპიადა 26 ივლისს დაიწყება და 11 აგვისტოს დასრულდება.
ოლიმპიურ თამაშებზე სანდრო ბაზაძესთან ერთად კიდევ ერთი ქუთაისელი სპორტსმენი მონაწილეობს-შოთა მიშველაძე,ძალოსნობა.