2024 წლის პარიზის ზაფხულის ოლიმპიადაზე 28 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს,მათ შორის ორი ქუთაისელია-შოთა მიშველიძე - ძალოსნობა (61 კგ), და სანდრო ბაზაძე - ფარიკაობა.
26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით პარიზი ზაფხულის XXXIII ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს. ამ ყველაზე მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებაზე საქართველოს ღირსებას 28 სპორტსმენი დაიცავს.