საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალურ შეხვედრას გამართავს და ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. თამაში კიოლნში გაიმართება. გამარჯვებული მეოთხედფინალში გერმანიას შეხვდება.
მატჩი საქართველოს დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ჯგუფურ ეტაპზე ჩატარებული სამი თამაშიდან საქართველომ ოთხი ქულა მოიპოვა. თურქეთთან შეხვედრა წააგო ანგარიშით 1:3, ჩეხეთთან ფრე ითამაშა,ხოლო პორტუგალიასთან გაიმარჯვა.