საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე დღეს მესამე,ბოლო შეხვედრას გამართავს და პორტუგალიის ნაკრებს დაუპირისპირდება. თამაში გელზენკირხენში გაიმართება.
მატჩი საქართველოს დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ჩატარებული ორი თამაშიდან საქართველოს ერთი ქულა აქვს და ჯგუფიდან გასასვლელად პორტუგალიასთან მოგება ჭირდება.
შეგახსენებთ,საქართველომ თურქეთთან შეხვედრა წააგო ანგარიშით 1:3,ხოლო ჩეხეთთან ფრე ითამაშა.