საქართველო-თურქეთის ისტორიულ თამაშამდე რამდენიმე საათი რჩება.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე დღეს პირველ შეხვედრას გამართავს და თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.
მატჩი საქართველოს დროით 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრა დორტმუნდში გაიმართება.
მომდევნო თამაში 20 ივნისს ჩეხეთთან,ხოლო 26 ივნისს პორტუგალიასთან შედგება.