ტყიბულელი ილია სულამანიძე ბაქოს გრანდ სლემის გამარჯვებულია.
ქართველმა ძიუდოისტმა მეტოქე 43 წამში, იპონით დაამარცხა.
ილია სულამანიძემ ბაქოს გრანდ-სლემი ზედიზედ მეორედ მოიგო.
მან ფინალში პოლონეთის წარმომადგენელი პიოტრ კუცერა დაამარცხა და გამარჯვება მოიპოვა.

 
	 
			 
			 
						 
			 
			 
			 
			 
			 
			 
			