ქუთაისელმა იოანე ხვარეშიამ გრანადაში, მსოფლიოს თასზე ახალგაზრდებში პნევმატური პისტოლეტიდან 10-მეტრიან დისტანციაზე სროლაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა,ასევე ქუთაისელი გიორგი მუმლაძე კი უმედლოდ დარჩა - მეექვსე ადგილზე გავიდა.
ბიჭებში პირადი პირველობა დღეს, 14 თებერვალს დაიწყო. საკვალიფიკაციო ეტაპი ქართველმა სპორტსმენებმა კარგად ჩაატარეს და 8-კაციან ფინალში 2 ქართველი მოხვდა - ხვარეშია და მუმლაძე. თან, მუმლაძეს საკვალიფიკაციოში საუკეთესო შედეგი ჰქონდა, ფინალში კი 2-2 ჩუბინი მხოლოდ საქართველოს და აზერბაიჯანს ყავდა.
ფინალში საუკეთესოდ გაისარჯა ყირგიზი იმანდოს ბეკტენოვი .მან 236.0 ქულით გაიმარჯვა. გერმანელი ანდრეას კოპლი 235.1 ქულით მეორეზე გავიდა, ხვარეშიამ კი 214.1-ით დაასრულა გამოსვლა. მუმლაძემ 153.8 ქულა დააგროვა.