ტყვიის მსროლელთა საერთაშორისო ტურნირი მიუნხენში გაიმართა და ბიჭებში ჩემპიონი ქუთაისელი გიორგი მუმლაძე გახდა.
მუმლაძემ საკვალიფიკაციო ეტაპი მშვენივრად ჩაატარა და ფინალშიც გაიმარჯვა . შესარჩევში ის ჩემპიონი გახდა და თან საკმაოდ კარგი შედეგით - 577 ქულით. მეორე ადგილზე 576 ქულით ფრანგი ენზო კლავერი გავიდა.
ქუთაისელმა სპორტსმენმა არც ფინალში დაუდო ტოლი ვინმეს და 241.5 ქულით გაიმარჯვა. მეორეზე ფრანგი, ელიოტ ნიგლი გავიდა 238.9 ქულით, ხოლო ბრინჯაოს იტალიელი გაბრიელ ვილანი დაეუფლა - 217.2 ქულა.