ჭიათურელი ლაშა გაგნიძე საქართველოს 22-წლამდე მოკრივეთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე უკაპიტნებს.
20 წლის მოკრივე ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონი, მოსწავლეთა შორის ევროპის ვიცე-ჩემპიონი და 22 წლამდე მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი გახლავთ.
2023 წლის ევროპის ჩემპიონატი მონტენეგროს ქალაქ ბუდვაში, 11-დან 21 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება.
მოკრივეთა ნაკრების შემადგენლობაში არიან სპორტსმენები შემდეგი ქალაქებიდან -თბილისი,ქუთაისი, ჭიათურა, ფოთი, მარნეული, რუსთავი და გორი.საქართველოს სახელს 10 მოკრივე დაიცავს
