ქუთაისის ფრენბურთელ გოგონათა გუნდი ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებულია.
- სპორტი
- გადასვლები: 558
ქუთაისის ფრენბურთელ გოგონათა გუნდი ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებულია
ქუთაისელმა გოგონებმა ფინალურ შეხვედრაში ბათუმის გუნდი დაამარცხეს ანგარიშით 2:1.
აღსანიშნავია, რომ ქეთევან ლებანიძის გაწვრთნილმა გუნდმა ტურნირზე ყველა შეხვედრა მოიგო.
,,ქუთაისის" გუნდის წევრი ტასო დვალიშვილი - საერთაშორისო ფესტივალის საუკეთესო თავდამსხმელად დასახელდა.
🟩ტურნირი, 2007 - 2008 წწ დაბადებულ გოგონათა და ვაჟთა შორის მუხრან ვახტანგაძის სახელობის სპორტის სასახლეში გაიმართა და მასში საქართველოს, სომხეთის, ლატვიისა და აზერბაიჯანის 21 გუნდი ასპარეზობდა (400-მდე ფრენბურთელი).
