თბილისში ნინო სალუქვაძის ტირში ჩატარდა საქართველოს თასი პნევმატური იარაღით სროლაში.
- სპორტი
- გადასვლები: 645
1 ოქრო და 2 ვერცხლი-ქუთაისელი სპორტსმენების წარმატება პნევმატური იარაღით სროლაში
შეჯიბრი როგორც ვაჟთა, ასევე, ქალთა შორის, ორ ასაკობრივ კატეგორიაში - უფროსებსა და ახალგაზრდებს შორის მიმდინარეობდა.
ტურნირში მონაწილეობდნენ ,,ქუთაისი“, თელავი და თბილისის გუნდები - ,,ტირი ნინო სალუქვაძე“ და ,,სკა“.
საქართველოს თასზე ქუთაისის სროლის სკოლის წარმომადგენლებმა 1 ოქროს და 2 ვერცხლის მედალი მოიპოვეს.
ვაჟთა შორის ახალგაზრდებში საქართველოს თასის მფლობელი გახდა გიორგი მუმლაძე. მეორე ადგილზე გავიდა იოანე ხვარეშია.
შერეულ წყვილთა შორის მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა გიორგი მუმლაძისა და მარიამ აბრამიშვილის (კ.ნ.ს.) წყვილმა.
დღეს, 23 ოქტომბერს თბილისის თასის ღია გათამაშება დაიწყება, სადაც ქუთაისის გუნდიც მიიღებს მონაწილეობას.
