საუდის არაბეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიების ქულები თამაშდება, ქუთაისელმა ძალოსანმა შოთა მიშველიძემ (61 კგ.) საქართველოს ნაკრების პირველი მედალი მოუტანა.ქართველმა ძალოსანმა მთავარი მწვრთნელის , გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით ატაცში 132 / 136 კგ. დაძლია და ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო.