ქუთაისის ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი, მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე, ქუთაისის საგანმანათლებლო რესურს- ცენტრის ხელმძღვანელ მაია ცქიტიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, იმ ქუთაისელ მოსწავლეებს შეხვდნენ, რომლებიც იმერეთის სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში მიიღებენ მონაწილეობას.
ვიცე-მერმა ოლიმპიადის მონაწილეებს სპორტული აღჭურვილობა გადასცა.
სასკოლო ოლიმპიადა 29 მარტს, წყალტუბოში გაიმართება.
ოლიმპიადა სპორტის 8 სახეობაში იმართება (ფრენბურთი, მინი ფეხბურთი, ხელბურთი, კალათბურთი 3X3, მაგიდის ჩოგბურთი, ბადმინტონი, გეზმრბენი, მხიარული სტარტები). ქუთაისი უმასპინძლებს სპორტის 4 სახეობას. ოლიმპიადა დაიხურება აპრილის ბოლოს, ქუთაისში სპორტის სასახლეში.
რეგიონული თამაშების ჩემპიონები მონაწილეობას მიიღებენ დასავლეთ საქართველოს ზონალურ ტურში, იქ გამარჯვებულები კი ითამაშებენ ფინალურ თამაშებს, რომელიც თბილისსა და ანაკლიაში გაიმართება.
ღონისძიების ორგანიზატორია ა(ა)იპ „სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანება“, ფინანსური მხარდამჭერი კი - ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია.