საქართველოსა და მონღოლეთის გუნდებს შორის ამხანაგური შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. თამაში ბათუმის სტადიონზე გაიმართა.მონღოლეთმა ერთადერთი გოლი პირველ ტაიმში გაიტანა.პირველ ტაიმშივე, მატჩის დაწყებიდან მალევე , მეტოქის კარი საქართველოს ნაკრებში მოთამაშე დავით ვოლკოვმა აიღო.შესაბამისად პირველი ნახევარი ფრედ დასრულდა.
მეორე ტაიმში კი მასპინძლები სრულ უპირატესობას დაეუფლნენ და მეტოქის კარში 5 გოლი გაიტანეს.შესაბამისად შეხვედრა 6-1 დასრულდა.
გოლების ავტორები არიან- დავით ვოლკოვი, გიორგი ჩაკვეტაძემ დუბლი გაიფორმა,საბა ლობჟანიძე, გიორგი ბერიძე და ტაიმის ბოლო წუთზე მეექვსე გოლი ბუდუ ზიბზივაძემ გაიტანა.
მომდევნო თამაში 28 მარტს გაიმართება. საქართველო ნორვეგიას უმასპინძლებს.
აღსანიშნავია, რომ დღევანდელ შეხვედრაში ნაკრების მთავარ მწვრთნელს,ვილი სანიოლს მოედანზე არ გამოუყვანია ხვიჩა კვარაცხელია.