ქუთაისის "ტორპედო"დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი უკვე მეხუთედ გახდა.ქუთაისურმა გუნდმა ფინალურ შეხვედრაში თბილისის "ლოკომოტივი 2" დაამარცხა.შეხვედრა ბათუმში გაიმართა.
თამაშის პირველი ნახევარი ნულოვანი ფრით დასრულდა.მეორე ტაიმში კი "ტორპედომ" მეტოქეს ორი უპასუხო გოლი გაუტანა. მეტოქის კარი მაურო კაბალიერომ და გიორგი ქიმაძემ აიღეს.