ქუთაისში „ოფროუდ სპრინტის“ შეჯიბრი გაიმართება, რომელიც "ახალგაზრდული ინიციატივების მხარდამჭერი პროგრამა 2022“-ის გამარჯვებული პროექტის ფარგლებში ჩატარდება.
„ოფროუდ სპრინტი“ 8 მაისს, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, ავტოქარხნის დასახლების ტერიტორიაზე, ყოფილი აეროპორტის მიმდებარედ გაიმართება.
ღონისძიების მხარდამჭერია ქუთაისის მერია, ორგანიზატორი საქართველოს ოფროუდ ფედერაცია.
აღნიშნული შეჯიბრის საპრიზო ფონდი 10 000 ლარს შეადგენს.