ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მერაბ ზირაქაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ გიორგიძესთან, საკრებულოს დეპუტატებთან,
მერიის კულტურის სამსახურის წარმომადგენლებთან და ა.(ა).ი.პ. სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების წარმომადგენლებთან ერთად, დღეს მუნიციპალიტეტში მოღვაწე წარმატებული სპორტსმენები დააჯილდოვა.
სპორტის სხვადასხვა სახეობაში მთელი წლის განმავლობაში გამართულ ასპარეზობებში მიღწეული შედეგების მიხედვით 9 საუკეთესო სპორტსმენი გამოვლინდა.
ჭიდაობა-ნიკა მშვილდაძე, ამირან მეფარიშვილი, გიორგი ბურჯანაძე, გურამი გუმბერიძე.
კუნგ-ფუ სანდა
ლუკა სუპატაშვილი და გიორგი ჭელიძე.
კრივი-დავით რობაქიძე და ნიკოლოზ ჭელიძე.
ჭადრაკი- ჯაბა ადამია.
თითოეულ სპორტსმენს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სამახსოვრო სიგელები და საჩუქრები გადაეცა.