8 ოქტომბერს ბელგრადში დაიწყო „იშტვან პოლიანაკის მემორიალი“ ტყვიის სროლაში უფროსებსა ადა ახალგაზრდებს შორის, რომელშიც საქართველოს ნაკრებიც გამოდის: ლევან ქადაგიძე, ცოტნე მაჭავარიანი, კაკო მოსულიშვილი, იოანე ხვარეშია, ლიზი კილაძე და მარიამ ფროდიაშვილი.
- სპორტი
- გადასვლები: 987
ქუთაისელმა იოანე ხვარეშიამ და მისმა მეწყვილემ ტყვიის სროლაში გამართულ საერთაშორისო ტურნირში ბრინჯაოს მედლები აიღეს
უკვე გაიმართა შეჯიბრება შერეულ წყვილებში, თუმცა აქ ასაკობრივი დაყოფა არ ყოფილა - ახალგაზრდები და უფროსები ერთად ისროდნენ.
საქართველომ ტურნირში პირველივე დღეს მოიპოვა წარმატება: შერეულ წყვილებში ცოტნე მაჭავარიანისა და სომეხ ელმირა კარაპეტიანის ინტერნაციონალურმა წყვილმა, რომელიც საქართველო-სომხეთის სახელით გამოდიოდა, ხოლო საქართველოს მეორე გუნდმა მოიპოვა მარიამ ფროდიაშვილისა და იოანე ხვარეშიას შემადგენლობით. მათ ბრინჯაოსთვის პაექრობაში ჩვენი პირველი ნაკრები დაამარცხეს, რომელშიც ლიზი კილაძე და კაკო მოსულიშვილი შედიოდნენ.
საკვალიფიკაციო ეტაპი 573 ქულით ხვარეშია-ფროდიაშვილის წყვილმა მოიგო. საინტერესოა, რომ ორივე მათგანი ახალგაზრდული ნაკრების წევრია. თან ჯერ უცხოური ტურნირების გამოცდილებაც არა აქვთ - ქუთაისელმა ხვარეშიამ შარშან ერთხელ კი მიიღო ეს გამოცდილება, თელაველი ფროდიაშვილი კი პირველად გავიდა საზღვარგარეთ.
ჩვენი პირველი გუნდი (კილაძე-მოსულიშვილი) 565- მეხუთე იყო, მათ კი ორქულიანი ჩამორჩენით ქართულ-სომხური დუეტი მისდევდა...
აქვე გეტყვით, რომ ელმირა კარაპეტიანი ჩვენი საერთაშორისო ტურნირის ხშირი სტუმარია.
პლეი ოფში ყველაზე კარგად სწორედ ქართულ-სომხური წყვილი გამოვიდა და ოქროს მედლისთვის ბრძოლის უფლება მოიპოვა. იქ მათი მეტოქე ასევე ინტერნაციონალური დუეტი იყო - ბულგარელი ანტოანეტა კოსტადინოვა და სერბი დუშკო პეტროვი. მაჭავრიანმა და კარაპეტიანმა პაექრობა 15:4 მოიგეს და ჩემპიონებიც გახდნენ, ბრინჯაოს მედლისთვის სროლაში კი ჩვენმა მეორე გუნდმა პირველს 16:8 მოუგო.