ტოკიოს 32-ე ოლიმპიური თამაშები 23 ივლისს დაიწყება. იმერეთიდან ოლიმპიადაში 6 სპორტსმენი იასპარეზებს,ხოლო ქუთაისს 3 - მოკრივე გიორგი ხარაბაძე,მოფარიკავე სანდრო ბაზაძე და ძალოსანი შორიკო მიშველაძე წარადგენენ.კორონავირუსის გამო დაწესებული რეგულაციებიდან გამომდინარე, ოლიმპიადა სხვადასხვა შეზღუდვის ფონზე გაიმართება.
ქუთაისში გულშემატკივართა კლუბები გაიხსნება,ერთ-ერთ ლოკაციად ხარაზოვის ბაღი შეირჩა.ოლიმპიადა 8 აგვისტოს დასრულდება, რის შემდეგაც პარა-ოლიმპიური თამაშები გაიმართება.