ოლიმპიური სტანდარტის აუზის მშენებლობას მუნიციპალური განვითარების ფონდი, აზიის განვითარების ბანკის 8.3 მილიონი ლარის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
პროექტის მიხედვით, ქუთაისში აშენდება საერთაშორისო სტანდარტების, 50მ სიგრძისა და 25მ სიგანის საცურაო აუზი. კომპლექსი ითვალისწინებს სპეციალური სივრცეების მოწყობას, როგორც აუზის მომხმარებლებისათვის, ისე მსაჯებისა და მწვრთნელებისათვის (გასახდელები, საშხაპეები). სპორტკომპლექსში შესაძლებელი იქნება სპორტსმენთა ფიზიკური მდგომარეობის აღდგენისა და ტრავმების სარეაბილიტაციო სპეციალური სივრცეებით სარგებლობაც.
„ ქუთაისს წყლის სპორტის სახეობებში მნიშვნელოვანი წარმატებები ჰქონდა. ოლიმპიური საცურაო აუზის მშენებლობა ხელს შეუწყობს, რომ ქუთაისელმა სპორტსმენებმა კვლავ მიაღწიონ წარმატებებს, ამასთანავე, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. ახალ საცურაო აუზში საერთაშორისო დონის სპორტული შეჯიბრებების გამართვაც შესაძლებელი იქნება, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ჩვენი ქალაქის პოპულარიზაციას. “- აცხადებს ქუთაისის მერი.
სპორტკომპლექსის მშენებლობა 2022 წელს დასრულდება.